Tuesday, June 18, 2019

კლუბის განაცხადი

ხარაგაული, კიცხის საჯარო სკოლა
ეკოკლუბი „მწვანე ხელები“
კლუბის შექმნის თარიღი: 17.09.2018 წელი.
კლუბის კურატორი : ქიმიის მასწავლებელი ელისო არჯევანიძე
განაცხადი კლუბის წევრობაზე
კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბის „მწვანე ხელების“
კურატორს ელისო არჯევანიძეს
ამავე სკოლის ------ კლასის მოსწავლის
------------------ -------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სურვილი მაქვს გავწევრიანდე სასკოლო კლუბში „მწვანე ხელები“. გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩემი სურვილი.
თარიღი განმცხადებელი
კლუბის წესდება
1. ზოგადი დებულებები:
1.1. კიცხის სკოლის ეკოკლუბი „მწვანე ხელები“ დაფუძნებულია სკოლის ფარგლებში.
1.2. კლუბი დაფუძნებულია განსაზღვრული ვადით.
1.3. კლუბს აქვს სახელწოდება „მწვანე ხელები“.
1.4. კლუბის იურიდიული მისამართი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლა.
2. კლუბის მიზნები და ამოცანები.
2.1 მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა.
2.2. მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ბუნების მოვლასთან დაკავშირებით.
2.3. ნიკო კეცხოველის სასწავლო პროექტში ჩართვა არამარტო კლუბის არამედ მშობლების და მთლიანად თემის.
2.4. მოსწავლეთა აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
2.5. სასკოლო პროეტების, ექსკურსიების, ლაშქრობების დაგეგმვა და განხორციელება.
2.6. ჯგუფში მუშაობის, გუნდურობის, გადაწყვეტილებების მიღების და პრეზენტაციის წარმართვის გამოცდილება.
2.7. კლუბი უფებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. კლუბში გაწევრიანება
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.
3.2. კლუბის წევრი შეიძლება იყოს მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.
3.3.კლუბის წევრობის მსურველებმა უნდა მიმართონ კლუბს წერილობითი ფორმით.
3.4. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში.
4. კლუბის მუშაობა
4.1. კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ ხუთშაბათობით გარდა არდადეგების პერიოდისა.
4.2. კლუბის შეკრებები ფორმდება ოქმით.
კლუბის სამუშაო გეგმა
1.მაკულატურის შეგროვება (სექტემბერ-ოქტომბერი)
2.კვლევა წვიმის წყლების მჟაბიანობასთან დაკავშირებით(სექტემბერი)
3.რეინჯერის სტუმრობა სკოლაში(ოქტომბერი)
4.4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღე-აღნიშვნა(ოქტომბერი)
5.15 ოქტომბერი-ხელების დაბანის საერთაშორისო დღე-აღნიშვნა(ოქტომბერი)
6.ლაშქრობა. საუკუნოვანი ძელქვების მონახულება(ოქტომბერი)
7.კვლევა მოსახლეობაში პესტიციდების მოხმარაბასთან დაკავშირებით(ნოემბერი)
8.ექვსკურსია-ნიკო კეცხოველის გზის გავლა(ნოემბერი)
9.დასუფთავების აქცია(ნოემბერი)
10.გრინვოტჩ რუკასე მონიშნული მარშრუტის გავლა(ნოემბერი)
11.“ჩვენ და ტყე“ ღონისძიების ჩატარება(ნოემბერი)
12.კვლევა მოსახლეობაში სასმელ წყალთან დაკავშირებით(ნოემბერი)
13.შეხვედრა უმცროსკლასელებთან „ჩვენ და გარემო“(დეკემბერი)
14.11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღე-აღნიშვნა(დეკემბერი)
15.საახალწლო სუვენირების დამზადება მეორადი ნივთებით(დეკემბერი)
16.კვლევა შეშის მოხმარაბასთნ დაკავშირებით(დეკემბერი)
17.2თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღე-აღნიშვნა(თებერვალი)
18.ნიკო კეცხოველის სასკოლო პროექტის პრეზენტაცია(თებერვალი)
19.3 მარტი-მსოფლიო ველური ბუნების დღე-აღნიშვნა(მარტი)
20.21 მარტი ტყის საერთაშორისო დღე-ანიშვნა(მარტი)
21.22 მარტი წყლის საერთაშორისო დღია აღნიშვნა(მარტი)
22.დასუფთავების აქცია(აპრილი)
23.22 აპრილი-დედამიწის დღე აღნიშვნა(აპრილი)
24.ლაშქრობა (მაისი)
25.22 მაისი ბიომრავალფეროვნების დღე -აღნიშვნა(მაისი)
26.კლუბის მიერ გაწეული საქმიანობის პრეზენტაციის მოწყობა(ივნისი)კლუბის განაცხადი

No comments:

Post a Comment